logo
ENG



ნატა ფერაძე: თუ არ ვიბრძოლეთ, ივანიშვილი კოხტად შეფუთულებს ჩაგვაბარებს რუსებს

17 ნოე 201915:37
3 წუთის საკითხავი
 
1qrj9qzocwku737.jpg

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე. მისი განცხადებით, ეს არის უპრეცედენტოდ პოზიტიური აქცია, რომელიც ბოლო დროს ყოფილა.

მისივე განცხადებით, ეს ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი კოხტად შეფუთულებს ჩაგვაბარებს რუსებს.

„ეს არის უპრეცედენტოდ პოზიტიური აქცია, რომელიც ბოლო დროს ყოფილა. ახლა ჩვენ ვირჩევთ არჩევნის უფლებას. ვამაყობ ყველა იმ პოლიტიკოსით, მიუხედავად იმისა, ვემხრობი მათ თუ არა, რომ გაერთიანდნენ და ასე გაერთიანებულად ყველა მათი მომხრე ვიბრძვით იმისთვის, რომ იმ ხელისუფლების არჩევა ვინც, ბოლოს და ბოლოს, მოგვწონს. უნდა ვისწავლოთ მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ერთად დგომა. ეს ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და მივიდეთ გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი კოხტად შეფუთულებს ჩაგვაბარებს რუსებს, მორჩება ევროკავშირის ქვეყნებთან უსაზღვრო მიმოსვლაც, მორჩება განათლებაც, ეკლესია გაჯეჯილდება. მოკლედ, აღმოვჩნდებით იმაზე გაცილებით უკან, ვიდრე დღეს ვართ,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.


close დახურვა